ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ეგიდით ლექციების კითხვას აგრძელებს ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტის (იაში, რუმინეთი) ასოცირებული პროფესორი იულიან მოგა. ამჯერად, თემა იქნება: „სოციალური და რელიგიური კონტროლი ლიდიისა და ფრიგიის საზოგადოებებში (Social and Religious Control in Communities of Lydia and Phrygia)“.
ლექცია დაიწყება 28 სექტემბერს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის 07-ე აუდიტორიაში.